|
როგორ უნდა გახდეთ კონკურსის მონაწილე
გაეცანით კონკურში მონაწილეობის წესებს და თუ თქვენი საიტი აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, შეავსეთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა. 3 დღის განმავლობაში კონკურსის ორგანიზატორები გადაამოწმებენ თქვენს მონაცემებს და ამის შემდეგ თქვენ ავტომატურად ხდებით მონაწილე. თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ თქვენი საიტი რამდენიმე ნომინაციაზე ერთდროულად. ასევე არ არის შეზღუდვა დაწესებული საიტების რაოდენობაზე, რომლებიც შეუძლია ერთი და იგივე პირმა ან ჯგუფმა წარადგინოს. ფორმის შევსებამდე ყურადღებით წაიკითხეთ კონკურსის ნომინაციათა აღწერა და დარეგისტრირდით სათანადო ნომინაციებში. ძირითადი შეზღუდვა პრეტენდენტებისათვის არის ის, რომ თქვენი რესურსი რეგისტრირებული უნდა იყოს 2006 –2007 წლებში. (ge, com, com.ge, net, info და სხვა დომენურ ზონაში) უფრო ძველი რესურსები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ. კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი საიტი შეიძლება იყოს შექმნილი, როგორც ერთი პირის, ისე საინიციატივო ჯგუფის ან ორგანიზაციის მიერ. კონკურსის მონაწილე შეიძლება იყოს როგორც საიტის web-მასტერი, ასევე მისი მფლობელი ან წარმომადგენელი.
რომელ ვებ–საიტს და რა მიზეზით შეიძლება ეთქვას უარი მონაწილეობაზე
კონკურსში მონაწილეობის უფლება არა აქვთ იმ რესურსებს, რომლებიც:
1. რესურსის შექმნაში მონაწილეობა აქვს მიღებული კონკურსის ერთერთ ორგანიზატორს; 2. რესურსი შექმნილია 2006 წლის 1 იანვარზე უფრო ადრე; 3. რესურსი კონკურსზე გამოცხადებულ არც ერთ ნომინაციას არ შეესაბამება; 4. საიტი არ იდენტიფიცირდება როგორც ქართული რესურსი (იგი უნდა იყოს ქართულენოვანი ან შეეხებოდეს საქართველოს); 5. ვებ–საიტი შეიცავს ისეთ მასალებს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია.
პირატული (ე.წ. ვარეზი) საიტები კონკურსზე არ დაიშვება.
დამატებითი მოთხოვნაა კონკურსის მთელი მსვლელობისას მონაწილემ განათავსოს საკუთარ საიტზე კონკურსში მონაწილის სპეციალური ბანერი. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის მონაწილეთა სიიდან გარიცხვა.
განცხადების შეტანის და გაფორმების მოთხოვნები
განცხადებას ავსებს პირი, რომელთანაც განხორციელდება შემდგომში კონტაქტი კონკურსის ჩატარების მთელ პერიოდზე. კონკურსში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა შეიტანოს ონლაინ განცხადება ამისათვის განკუთვნილ ვადაში. განცხადებაში ყველა პუნქტის შევსება აუცილებელია. ამ პუნქტების შევსების გარეშე დატოვების შემთხვევაში განცხადება არ განიხილება.
მონაწილეებით პასუხს აგებენ:
- განაცხადში მოხსენებული ინფორმაციის უტყუარობაზე; - წინამდებარე წესებისა და პროცედურების შეუსრულებლობაზე.
აღნიშნული დარღვევებისთვის კონკურსის ორგანიზატორებს უფლება აქვთ გამორიცხონ მონაწილე კონკურსში მონაწილეობიდან. მონაწილეს ეგზავნება შეტყობინება მონაწილეობის აკრძალვის შესახებ ელექტრონულ მისამართზე.
ორგანიზატორები არ აგებენ პასუხს:
- კონკურსანტის საიტის შემოწმების საშუალების უქონლობაზე (ტექნიკური მიზეზების გამო); - კონკურსანტის არასრულად და შევსებულ განცხადების ფორმაზე; - არასწორედ გადაცემულ ან მონაწილეს მიერ შეცვლილ ელექტრონულ ფოსტაზე; - მონაცემების დამახინჯებაზე და სხვა ტიპის ტექნიკური ხარვეზზე.
თუ რეგისტრაციისას დაგებადათ დამატებით კითხვები, მოგვმართეთ საკონტაქტო ფორმის მეშვეობით.
რა პრიზებით დაჯილდოვდებიან ნომინაციებში გამარჯვებულები
კონკურსის ნებისმიერ ნომინაციაში გამარჯვებული პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ჯილდოვდებიან სპეციალური დიპლომებით და ელექტრონული მედლით საიტზე განთავსებისათვის, ფულადი და ფასიანი პრიზებით. კონკურსის ორგანიზატორები და სპონსორები გაუწევენ ფართო პოპულარიზაციას კონკურსის გამარჯვებულებს კონკურსის საიტის და მასს-მედიის მეშვეობით. კონკურსის შედეგების მიხედვით ჟიურის აქვს უფლება დააჯილდოვოს მონაწილე ჟიურის სპეციალური პრიზით. ასევე, მას შეუძლია დააჯილდოვოს ღირსეული ნამუშევრები და პერსონები, რომლებმაც შეიტანეს ყველაზე მეტი წვლილი ინტერნეტის განვითარებაში.
სხვადასხვა ნომინაციებში დაწესებული პრიზების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
რა კრიტერიულით მოხდება კონკურსანთა ნამუშევრების შეფასება
შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
ვინ შეაფასებს ნამუშევრებს
ყველა ნამუშევარი შეფასდება 9 კაცისაგან შემდგარი ჟიურის მიერ. ჟიური დაკომპლექტებული იქნება IT სფეროს სპეციალისტებით, ასევე მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებით. ჟიურის შემადგენლობა გამოქვეყნდება საიტზე პრეტენდენტთა განაცხადების მიღების შემდეგ.
გენერალური სპონსორის კომპანია მაგთის მიერ დაწესებულ ნომინაციებში ბალის სტუდენტური კლუბისა და ბალის საიმიჯო საიტის ნომინაციებში გამარჯვებულს გამოავლენს და დაასახელებს კომპანია მაგთის წარმომადგენელი.
ამ ნომინაციებში მონაწილეობისათვის საჭირო ინფორმაციას გაეცანით აქ
როგორ ხდება ინფორმაციის გაცვლა კონკურსის ორგანიზატორთა და მონაწილეთა შორის
საჭირო ინფორმაციის გაცვლა ორგკომიტეტისა და მონაწილეთა შორის ხორციელდება ელექტრონული ფოსტისა და ვებსაიტის მეშვეობით. კონკურსის ჩატარების ვადები
საკონკურსო ნამუშევრების რეგისტრაციის დაწყება – 26 ივნისი განაცხადების მიღების დასრულება – 19 სექტემბერი
კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი – 26 სექტემბერი
|