ვინდოუსის დაყენება სახელმძღვანელო ნაბიჯ-ნაბიჯ


თუ გადაწყვიტე გადააყენო ან დაიწყო ვინდოუსის დაყენება იგივე ინსტალაცია შენით და ისწავლო ამის სწორად გაკეთება მაშინ გაგიმართლა და ზუსტად იქ ხარ რასაც ეძებდი. შენ შეგიძლია მარტივად ისწავლო ვინდოუსის გადაყენება.

პირველ რიგში გჭირდება USB Flash Drive ე.წ (ფლეშკა) რომელზედაც ჩავწერთ ვინდოუსის საინსტალაციოს .ISO გაფართოებიs ფაილს. ფლეშკა მინიმიმალური მეხსიერებით:

Windows 10 x64 – 8GB
Windows 10 x32 – 8GB
Windows 8.1 x64 – 8GB
Windows 8.1 x32 – 4GB
Windows 7 x64 – 4GB
Windows 7 x32 – 4GB

ვინდოუსის საინსტალაციოები უმჯობესია გადმოწეროთ მაიკროსოფტის საიტიდან რადგანაც იგი პირველწყაროა და იქნება სუფთა ყოველგვარი ვირუსებისგან და მეტად უსაფრთხო და სტაბილური იქნება ვიდრე მესამე წყაროებიდან გადმოწერილი თუ მაინც გადმოიწერეთ სხვა საიტებიდან და გაინტერესებთ რამდენად ავთენტურია საინსტალაციო მაშინ უნდა გადმოვწეროთ ხელსაწყო Rufus რის საშუალებითაც შევამოწმებთ მის ავთენტურობას და ასევე ჩავწერთ საინსტალაციოს ფლეშკაზე.

ვინდოუს 10 ოფიციალური გამოცემის გადმოსაწერი ბმული —> დააწკაპე

ვინდოუს 11 ოფიციალური გამოცემის გადმოსაწერი ბმული —> დააწკაპე

თუ რაიმე სხვა წყაროდან გვაქვს ვინდოუსის საინსტალაციო ISO ფაილი უმჯობესია შევამოწმოთ ფაილის ავთენტურობაში მისი ჰეშით, რომ გავიგოთ მარტივად ფაილისჰეშები გავხსნათ Rufus და მივყვეთ მითითებას ნაბიჯ-ნაბიჯ სურათის მიხედვით.

ვინდოუსის დაყენება

შემდეგ ამას ვაკოპირებთ ამ საიტზე და თუ ვნახულობთ ავთენტურია თუ არა საინსტალაციო თუ კი რაიმე შესაბამის შედეგს გამოიტანს მაგალითი იხილეთ სურათზე და დეტალური ინფორმაციისთვის დააწკაპეთ ისრით მიმართულ ღილაკს.
თუ ეს საიტი არ მოგეწონათ უბრალოდ დაგუგლეთ ჰეში და გადახედეთ შედეგებს.

ვინდოუსის დაყენება რომ დავიწყოთ უნდა ჩავწეროთ საინსტალაციო ფლეშკაზე, ამისთვის დაგვჭირდება Rufus ხელსაწყო რომელიც წეღან გადმოვიწერეთ
ამისთვის ვხსნით Rufus და შევაერთოთ ფლეშკა კომპიუტერში და მივყვებით მითითებებს როგორც დაბლა სურათზეა ნაჩვენები

  1. ვირჩევთ ვინდოუსის საინსტალაციო .ISO გაფართოების ფაილს
  2. ავირჩიოთ Partition scheme თუ ვინდოუსის გადაყენებას ვაკეთებთ ანუ ძველი ვინდოუსი გვიწერია და ფაილები D დისკზე შევინახეთ და არ გვინდა წაგვეშალოს ამისათვის უნდა გავიგოთ ჩვენი ვინჩესტერის Partition scheme რომელია MBR თუ GPT ამისათვის ვხსნით Start (ვინდოუსის ლოგო რომ აქვს ხატულად მარცხენა დაბლითა კუთხეში ეკრანის) და ვწერთ CMD და ვხსნით შემდეგ ვწერთ Diskpart შემდგომ List disk
    და გვანახებს რამდენი ფიზიკური მყარი დისკი გვაქვს ჩემს შემთხვევაში 2 Disk 0 არის HDD და იყენებს MBR სქემას ხოლო Disk 1 SSD და იყენებს GPT სქემას რადგან მას ფიფქი აქვს გასწვრივ.
    თუ ახალი კომპიუტერია და ჯერ ვინდოუსი არ აყენია და შესაბამისად ვინჩესტერიც დაუფორმატებელია უნდა გავიგოთ რომელი სისტემაა UEFI თუ BIOS თუ ძველი ჟანგიანი კომპიუტერია BIOS იქნება თუ ახალია
    UEFI რომელსაც ორივეს უკუმხარდაჭერა აქვს
რადგან GPT არის ჩვენი ვინჩესტერი ვირჩევთ რუფუსშიც GPT ანუ 2.2 როგორც სურათზეა

3. ვაწკაპებთ START და ველოდებით დასრულებას

ეხლა უკვე უნდა დავიწყოთ ვინდოუსის გადაყენება და ფლეშკის ჩატვირთვა დარესტარტების შემდგომ ამისათვის ყველაფერი უნდა შევინახოთ საიმედოდ რისი წაშლაც არ გვიდნა ან ცალკე ფლეშკაზე ან გარე ვინჩესტერზე ან სადმე ავტვირთოთ ინტერნეტში ან კიდევ უკიდურეს ვარიანტში სად თუ არა D – დისკზე
ვარესტარტებთ და უნდა ვიპოვნოთ ჩვენი კომპიუტერის Boot Menu Key ძირითადად F8 არის ხოლმე ზოგზე ESC ან F1 დან F12 მდე რომელიმე ხანდახან BIOS დან არის გამორტული ამისთვის შეხვალთ ბიოსში DEL ღილაკით ან ზემოთ ჩამოთლილთაგან რომელიმეთი და მოძებნით F12 Boot menu ესეთ რაღაცას დაახლოებით და Disabled ექნება Enabled ამაზე გადართავთ დაამახსოვრებთ და ხელახლა ცდით. თუ ვერ იპვონეთ თქვენი კომპიუტერის boot menu key მოძებნეთ google.com ში თქვენი ლეპტოპის მოდელის მიხედვით მაგალითად თქვენი “ლეპტოპის მოდელი boot menu key”

შემდგომ როცა ჩატვირთავთ ფლეშკას გადახვალთ უკვე ამ ფაზაზე და მივყვებით სურათით მოცემულ მითითებებს

დავიწყოთ ვინდოუსის დაყენება

ვინდოუსის გადაყენება
Windows 10 Pro მაგივრად შეგიძლიათ სხვა გამოცემაც აირჩიოთ სურვილისამებრ

ეს ეტაპი დიდ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს რადგან არ წაგვეშალოს ჩვენი შენახული ფაილები რომელიც პირობითად D – დისკზე გვაქვს უმჯობესი იქნებოდა ცალკე ფლეშკაზე ან გარე შემნახველ მოწყობილობაზე ან თუნდაც ინტერნეტში აგვეტვირთა მეტი უსაფრთხოებისთვის.
რომ გავიგოთ აქედან რომელია D – დისკი კლავიატურაზე დავაჭიროთ ერთდროულად SHIFT და F10

და ვწერთ Diskpart შემდეგ List vol და მივიღებთ ესეთ სურათს დაახლოებით აქ შეგვიძლია მივხდეთ ზომების მიხედვით თუ გვახსოვს მაგალითად D დისკი 28 GB იყო გვახსოვდა მაგრამ რომ დავრწმუნდეთ ზუსტად მანდაა თუ არა ჩვენი ფაილები გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე

ვწერთ exit და შემდეგ D: ამით გადავდივართ D დისკზე და ბოლოს ვწერთ dir ეს ბრძანება გვანახებს D დისკზე ფაილებს და ფოლდერებს ამით დავრწმუნდებით და გავიგებთ რომ ნაღდად ეგაა D დისკი

ეხლა უკვე რადგანაც დარწმუნებულები ვართ რომელ დისკზეა ჩვენი ფაილები რომლის შენახვაც გვსურს ყველა დისკი უდნა წავშალოთ მის გარდა

მივიღებთ დაახლოებით ესეთ სურათს ყველაფერი წაშლილია D დისკის გარდა, მოვნიშნავთ ცარიელ დისკ რომელზეც გვსურს ვინდოუსის დაყენება ამ შემთხვევაში 31.5 GB მოცულობის და ვაწკაპებთ Next ღილაკს და ველოდებით ინსტალაციის დასრულებას

ძირითადი ეტაპები უკვე გავიარეთ და ეხლა მივყვებით სურათების მიხედვით

ვქნით მომხმარებელს ადმინის უფლებებით მაგალითად 20Xinka-Li მაგივრად შეგიძლიათ რამდენი ხინკალიც გსურთ მიუთითოთ დაარქვათ ან თქვენთვის სასურველი ნებისმიერი რამ
ვინდოუსი დაინსტალირებულია დარჩა მხოლოდ დრაივერების დაყენება და განახლებების გადმოწერა ამისათვის ძიების ველში ჩავწეროთ Check for updates
დავაწკაპოთ ღილაკზე Check for updates და გადმოიწერს დრაივერებს და განახლებებს ასე გავიმეოროთ რამოდენიმეჯერ სანამ ყველაფერს არ გადმოწერს
დარესტარტება თუ მოგვთხოვა დავარესტარტოთ და შემდეგ გავიმეოროთ Check for updates
და აი როცა უკვე Check foru update ს შემდეგ ამას დაწერს ეს იმას ნიშნავს რომ ყველა განახლება და დრაივერი გადმოწერა და დააყენა მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ყველა დრაივერს ვერ აყენებს

თქვენ უკვე წარმატებით გადააყენეთ ვინდოუსი და მოახდინეთ მისი განახლება და ნაწილი დრაივერების დაყენება შეიძლება ყველასიც კი ეს ყველაფერი კომპიუტერზე და მის მაკომპლექტებელ ნაწილებზეა დამოკიდებული ძირითადად 90% შემთხვევებისა ყველა დრაივერს არ იწერს ვინდოუსი ავტომატურად და ამიტომ მოგიწევთ მისი დაყენება ხელით დრაივერების გადმოწერე რეკომენდირებულია და უმჯობესია მხოლოდ მწარმოებლის საიტიდან!
დრაივერების სანახავად უნდა შევიდეთ Device Manager აქ და ვნახოთ თუ რომელიმე მოწყობილობას ძახილის ნიშანი ახატია ესეიგი დრაივერი არ აქვს ან რაიმე პრობლემა არის. და ბოლოს ვინდოუსის დაყენება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული მაგალითად წაგეშალოთ შენახული ფაილები ან სუფთა და ოფიციალური გამოცემის საინსტალაციო არ გქონდეთ და უკვე დავირუსებული ვინდოუსი დააყენოთ ამიტომ თუ ფინანსები ხელს გიწყობთ უმჯობესია ვინდოუსის გადაყენება მიანდოთ პროფესიონალ და გამოცდილ ადამიანს ამით თქვენ დაზოგავთ დროს და ნერვებს. თუ ზუსტად მიყევით ინსტრუქციას და ზედმიწევნით სწორად შასრულეთ მითითებები მაშინ ყველაფერი რიგზეა და დაგრჩათ მხოლოდ დამატებითი თქვენთვის სასურველი პროგრამული უზრუნველყოფის დაინსტალირება რომელსაც თქვენი სურვილისამბერ შეარჩევთ ასევე არ დაგავიწყდეთ ლიცენზირების პრობლემის მოგვარება რომელსაც ვინდოუსი რამოდენიმე დღეში შეგახსენებთ 🙂 დაიმახსოვრეთ არავითარ შემთხვევაში არ გადმოწეროთ არანაირი სახის აქტივატორი გუგლიდან! ან ვინმეს რეკომენდაციით გაწეული აქტივატორი გარწმუნებთ მას აუცილებლად ექნება ვირუსი რადგან უფასოდ არაფერი არაა ყველაფერს აქვს რაღაც საფასური და როცა რაღაც პროდუქტში არ იხდით საფასურს ესეიგი თქვენ ხართ პროდუქტი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *